საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე ერთი ოჯახის წევრია. ისინი მუშაობდნენ ფოთის პორტში. პირს რომლის სახლშიც პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. არ არის გამორიცხული, ბრალი მას კიდევ ერთი, საზღვრის არალეგალურ გადაკვეთაში დახმარების მუხლით დაუმძიმდეს.