სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

აღიარებითი ჩვენებების შემდეგ თავისუფლება – მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის ოთხივე ფიგურანტი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბრალდებების აღიარების და მტკიცებულებების უდავოდ ცნობის გამო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. ელგუჯა ცომაია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველო-უკრაინას შორის გადაზიდვებით იყო დაკავებული, დეტალურად მოჰყვა, თუ ვინ სთხოვა ყოფილი პრეზიდენტის შემოყვანაში დახმარება და როგორ გამოიარა გზა ოდესის პორტიდან ჯერ ფოთამდე და შემდეგ უკვე სანზონამდე. საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი ჰყავს – საზღვრის უკანონო კვეთის დანაშაულებრივი გეგმის ავტორად პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს აცხადებს. საქართველოდან უკრაინაში წლების წინ წასულ გია ლორთქიფანიძეს ბრალდება დაუსწრებლად აქვს წაყენებული.