მიხეილ სააკაშვილის თემა ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისთვის აქტუალობას არ კარგავს.
ოფიციალური კიევის მხრიდან უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაისმა. ამჯერად ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის სახელით. მიხაილ პოდოლიაკის განცხადება ერთადერთი არ არის, რის გამოც სააკაშვილის გუნდმა ლიდერის თავისუფლების საკითხი დღის წესრიგში გაააქტიურა. სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ახალმა დასკვნამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა გაამძაფრა. 25 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება.
მმართველი გუნდი კონსილიუმის დასკვნას და ოპონენტების მოთხოვნას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირებს და გათავისუფლების მოთხოვნის მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.