სააკაშვილის საქმე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა.

მოწმის დაკითხვისას, მისამართლესა და ადვოკატს შორის ადგილი ქონდა შელაპარაკებას. თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია მოსამართლემ ორჯერ ფულადი სანქციით დააჯარიმა, მესამე ჯერზე კი სხდომიდან გააძევა. შემდეგ პროცესზე უნდა გადაწყდეს, ვინ დაიცავს ბრალდებულ თემურ ჯანაშიას.

ადვოკატი მოსამართლეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მოსამართლემ მოწმე ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ჩვენება განმარტა. მოწმის გამოკითხვისას ბექა ბასილაიას შეკითხვები რამდენჯერმე გააპროტესტა პროკურორმა. შეკითხვები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა.

წინა პროცესზე აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაფინანსება პრეზიდენტის დავალებით გაეზარდა.