ვნებათაღელვის ახალი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო.
ამერიკელ ექსპერტზე დაყრდნობით, ადვოკატები და ექსპრეზიდენტის გარემოცვის წევრები პატიმარს მოწამლულად აცხადებენ. საუბარია ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის ვერცხლისწყლის, დარიშხანის და ბარიუმის აღმოჩენაზე. სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სწორედ ორგანიზმის დეტოქსიკაციის აუცილებლობა სახელდება. ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი დევიდ სმიტი საკუთარ დასკვნაზე ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. თუმცა, მისი საექსპერტო დასკვნა არ ემთხვევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასებებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების ყველა მაჩვენებელი დასაშვებ ნორმაზე ქვემოთაა. ტოქსიკოლოგიური კვლევების განმეორებით ჩასატარებლად უწყება ყოფილ პრეზიდენტს ანალიზების ჩაბარებას სთხოვს, რაზეც უარია. ადვოკატები ანალიზების ასაღებად უცხოური საექსპერტო ბიუროს მოწვევას ითხოვენ.