კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა.
მედიასთან მან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა. გიული ალასანიას განცხადებით, ის სააკაშვილს ყოველდღიურად წონის კლებას და სისუსტეს ამჩნევს. ასევე მისი თქმით, სააკაშვილს უფრო მეტად უჭირს ფიზიკური დატვირთვა და ზედმეტი მოძრაობების შესრულება. მსჯავრდებულ სააკაშვილთან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მიიტანა დღესვე მისმა ადვოკატმა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული სამედიცინო დასკვნა პენიტენციურ სამსახურს კლინიკა „ვივამედისთვის“ ამ დრომდე უნდა გადაეცა, თუმცა ექიმებს დასკვნა ჯერ არ უნახავთ.