ახალი წინასაარჩევნო დავალებები მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს გასცა.
პროცესი ყოფილმა პრეზიდენტმა ამჯერადაც პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა. ექს-პრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესს ისევ დისტანციურად ჩაერთო, თუმცა 16 წლის წინანდელი მოვლენების დროს დაზარალებულთა ჩვენებები არ მოისმინა. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა ჩართვა შეწყვიტა. მოწმეთა მიერ დღეს მოყოლილი ისტორიები კი საკმაოდ მძიმე იყო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დროს დაზარალდნენ. რეზონანსული საქმის მთავარი ფიგურანტები ყოფილი პრეზიდენტის გარდა სხვა ექს-მაღალჩინოსნებიც არიან.