მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან და ოპოზიციის ერთიანობის შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ხელისუფლების ოპოზიციის ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება. ერთიანობის იდეას იზიარებენ პარტია „გირჩის“ წევრები, თუმცა ამ ერთობაში თავიანთ პოლიტიკურ ძალას არ მოიაზრებენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს პროცესებში ჩართვა სურს, თუმცა, მის მიერვე დაარსებული პარტიის წევრებისთვის, ეს მისაღები არ არის.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, მოუწოდა ოპოზიციას, ერთიან საარჩევნო სიაზე იმუშაოს. ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიმართავს პარტიას, შექმნას ბორდი, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება, მის მოადგილედ კი სოფო ჯაფარიძის კანდიდატურას წარადგენს.