სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულთა აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები დღეს, 14:00 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას გამართავენ.

დაზარალებულების განცხადებით, აქციის მიზანია საზოგადოებისთვის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის მოქმედებების შეხსენება. როგორც მათ დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და დამნაშავეა.