სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე

„თავისუფლება მიშას“ – ამ ლოზუნგით და მოთხოვნით აქცია თავისუფლების მოედანზე გრძელდება. ადგილზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა მიმართავენ სხვადასხვა პარტიიდან ინდივიდუალურად მისული პოლიტიკოსებიც, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.