სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვს. ისინი რეაგირებას სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ.