„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ იუსტიციის სამინისტროსთან. პროტესტის მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება. აქციის მონაწილეები მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის სამინისტროს აკისრებენ.