მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ მუქარისშემცველ განცხადებებს თბილისში ეხმაურებიან. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ასევე, კრიტიკა ისმის მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ ამ ადამიანებთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ ამგვარი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია.