ჭორვილაში, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფიო ჯაფარიძის მიერ, რამდენიმე დღის წინ დაანონსებული პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შედგა. ამისი მიზეზი აქციის მონაწილეთა სიმცირესთან ერთად ისიც იყო, რომ რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის სოფელში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს, ადგილობრივები ქვებითა და კვერცხებით გაუსწორდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. თბილისიდან ჩასულებს სოფლის მცხოვრებლებმა გზა გადაუკეტეს და აქციის გამართვის უფლება არ მისცეს.