მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კლინიკა „ვივამედთან“ შეიკრიბნენ. გაკეთდა განცხადებები საქართველოს მსჯავრდებული პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების აუცილებლობაზე. ადგილზე მყოფების განცხადებით, უკვე ერთ კვირაზე მეტია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შეხვდა, ასევე ის მოინახულეს ეკა ხერხეულიძემ და გიული ალასანიამ.