მიზანმიმართული ზეწოლა საქართველოს წინააღმდეგ – ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საქმიანობის მონაცემებს, რომლებიც სააკაშვილისა და გიული ალასანიას დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ შეასრულა. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, გავრცელებული დოკუმენტაციით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყნის სახელის შელახვის მცდელობები გრძელდება.