სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა - დეგნანის გამოხმაურება

შეერთებული შტატების ელჩმა განცხადება გააკეთა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე. მისი თქმით, თბილისში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის სატელეფონო ზარს. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტიობებზე.