სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა - გამოხმაურება  

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაზე კომენტარები კეთდება დეპუტატების მხრიდანაც. მასალების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო. ოპოზიცია ლობისტური კომპანიების დაქირავებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს, ხელისუფლება კი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრობს.