რა მიზნით იხარჯებოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საბიუჯეტო თანხები – თავდაცვის სამინისტრო იმ დოკუმენტაცის გასაჯაროებას გეგმავს, რომელსაც წლების განმავლობაში გრიფით „საიდუმლო“ ედო. უწყების ცნობით, განსაიდუმლოება შეეხება მიხელ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს. უკვე არსებული ინფორმაციით, საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტიდან ყოფილი პრეზიდენტის მგზავრობისთვის არის გადახდილი. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, საქმით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს.