სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ზურაბ ჩხაიძის განცხადება

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ცენტრ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდებს „ნუ ეთამაშებიან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და გაუფრთხილდნენ მას. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტრ „ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობდა, ეს კი ცენტ „ემპათიის“ რეკომენდაციით ხდებოდა. ასევე ჩხაიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მინიმალურია და ესეც აღნიშნული ჯგუფის ექიმების რეკომენდაციაა შედგენილი.