სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სამედიცინო ექსპერტების ჯგუფის დასკვნა

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საკუთარი დასკვნა წარმოადგინა სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა. კონსილიუმის წევრები კლინიკა ,,ვივამედშიომბუდსმენთან ერთად 4-5 დეკემბერს იმყოფებოდნენ. პაციენტის გასინჯვის და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ ექიმების ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მკვეთრად გაუარესებულად აფასებს და ასკვნის, რომ ექს-პრეზიდენტი აუცილებლად უნდა მოსცილდეს იმ გარემოს, რომელშიც იმყოფება. კონსილიუმის წევრების აზრით, საქართველოს მსგავსი პაციენტის მართვის გამოცდილება არ გააჩნია. ნინო ლომჯარიას მიერ მოწვეული ექსპერტები მეოთხე ხარისხის კახექსიაზე საუბრობენ და მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ.

ნათია ქენქაძემ მოისმინა კონსილიუმის ჯგუფის შეფასებები.