სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრის შეფასება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული, – ჯანდაცვის მინისტრი მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი ინფორმაციით, ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.