სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილზე განცხადება გააკეთა კლინიკა „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, როგორც კი მსჯავრდებულის მკურნალობაში იკვეთება დადებითი დინამიკა, ის მაშინვე უარს აცხადებს პროცესის გაგრძელებაზე. მისი თქმით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, მათ შორის არტერიული წნევისა და რესპირატორული მაჩვენებლები.

ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევებიც, სადაც ანალიზებში განსაკუთრებული ცვლილებები არ აღენიშნება. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა დღეს გიული ალასანიამ. მისი განცხადებით, არასდროს გაუგია, რომ სააკაშვილს რაიმე მედიკამენტის მიღებაზე უარი ეთქვას. გიული ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და მას უჭირს საკვების მიღება.