კლინიკა „ვივამედის“ ექიმები მიხეილ სააკაშვილს დღიური საკვები რაციონის სრულყოფილად მიღებისკენ მოუწოდებენ.
მედიკოსების პოზიციაა, რომ საავადმყოფოს და პაციენტის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. წონაში მკვეთრ კლებას და ამ ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას „ვივამედის“ ექიმებიც ადასტურებენ, თუმცა მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კალორიების საჭირო რაოდენობაზე თავად ყოფილი პრეზიდენტის უარს ასახელებენ. მათი აზრით, სააკაშვილი გარემო პირობებს ვერ ეგუება და მადის დაქვეითებასაც არა კონკრეტული დაავადებით, არამედ ფსიქო-ემოციური ფაქტორით ხსნიან.
ექიმების დღევანდელ გამოსვლას მწვავე რეაქციები მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის მხრიდან, რომელიც საკმაოდ მძიმე პროგნოზებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასთან ერთად მისი მკვლელობის სპეცოპერაციაში „ვივამედსაც“ ადანაშაულებს.