მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანიდან მე-12 დღეს „ვივამედი“ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა. ასევე „ვივამედის“ ინფორმაციით, პაციენტი ამჟამინდელ მდგომარეობით არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას. ანალიზების შედეგები უკვე გადაეცა სააკაშვილის პირად ექიმსაც. ცოტა ხნის წინ „მოამბემ“ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრიც ჩაწერა – ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს დეტალებს.