მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას განაგრძობს.
კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა და მას სხვადასხვა გამოკვლევა აქტიურად უტარდება. მისი თქმით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ომბუდსმენს სააკაშვილისთვის ჩატარებული კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა.