მიხეილ სააკაშვილი თანახმაა აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს მისი ჰოსპიტალიზება, თუცა მხოლოდ კერძო სექტორის კლინიკაში და არა პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში.
განცხადება ამის შესახებ რუსთავის მე-12 ციხესთან სააკაშვილის ადვოკატებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, კერძო სექტორის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა ყველა მსჯავრდებულის უფლებაა. მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას. ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი დღეს უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. ადგილზე მისული იყო გუბაზ სანიკიძეც.