ამ დრომდე უცნობია, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე თანახმაა და ტრანსპორტირების დროს თავმდგომად დედის ყოფნას ითხოვს. რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებიც გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობის სანაცვლოდ დააყენა, სააკაშვილის და მისი პარტიის მხრიდან მკურნალობის დროს კანონით დაშვებულ პირებთან შეხვედრების მოთხოვნა ძალაში რჩება. თუმცა, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ გადაუდებელ ამოცანად განიხილება. სრულად განკურნებისა და სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ლიდერს თავდებში უდგება და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პარლამენტის შემდეგ უკვე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად მსგავსი მიმართვა საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია.