რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დილიდან მნახველები შედიან.
მიხელ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანა წითლიძე შეხვდა. ასევე ექს-პრეზიდენტთან სამსაათნახევარი იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო. ექს-პრეზიდენტის სანახავად ადვოკატები შევიდნენ. ასევე სააკაშვილი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ მოინახულა.
მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურიდან აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის პირად ექიმს საპატიმროში შესვლაზე უარი არასწორად შედგენილი წერილის გამო უთხრეს. ომბუდსმენი ამბობს, რომ პატიმრის მიმართ მოპყრობის რაიმე დარღვევა საპყრობილეში არ დაფიქსირებულა. მიხელ სააკაშვილმა ადვოკატების მეშვეობით დღეს კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ის მხარდამჭერებს ყოველდღიური აქციებისკენ, ემიგრანტებს კი არჩევნების დღეს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.