ოპოზიციური ერთობის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინიციატივა ოპოზიციაში განხილვის საგანია. მათი ნაწილი, მაგალითად, „გირჩი“ ამ გაერთიანებაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, „გამარჯვების პლატფორმის“ წევრები კი სააკაშვილის მოწოდებას იზიარებენ და ერთობის უცვლელ ლიდერად სწორედ ყოფილ პრეზიდენტს განიხილავენ, თუმცა, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე, როგორც ეს სააკაშვილმა თავად ითხოვა, ჯერ უცნობია. ლიდერები ამბობენ, რომ ახლა გუნდში სხვა პრიორიტეტები აქვთ და ეს საკითხი ამ დრომდე არ განხილულა.
მმართველი ძალა სააკაშვილს ახსენებს, რომ ქართული კანონმდებლობით, მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საარჩევნო პროცესებში ჩართვა არ შეუძლია. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გეგმები კი, „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ რეალობას აცდენილია.
თათია მაყაშვილის რეპორტაჟი.