„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გზავნილები გააცნო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა სწორი არჩევანი არ გააკეთა, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა.