საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების შეკრება ბელგიის ქალაქ ლიეჟში ორ საათში დაიწყება.
ლიეჟში უკვე იმყოფებიან სააკაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიეჟში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტებიც დაესწრებიან.
წინასწარ ცნობილია, რომ საუბარი შეეხება ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას.
კიდევ რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს და რა საკითხებზე იქნება მსჯელობა დღევანდელ შეკრებაზე,- თემის დეტალები „მოამბეში“.