პოლიტიკური სპექტრი სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ მუდმივ პროტესტზე გაკეთებულ მოწოდებას აფასებს.
ოპოზიციის ნაწილში ამ განცხადებაზე ყურადღების გამახვილებას სამთავრობო მიზნებს უკავშირებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.