PR-სპეციალისტის, მოშე კლუგ ჰაფტის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტის კრიტიკის მიზეზი გახდა.
ორგანიზაციაში, – „არა ფობია,“ – აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება სისტემურ ხასიათს იღებს და ამის გამო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს. სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ ქართველ ებრაელთა სათვისტომოში, სადაც ამბობენ, რომ საკუთარი განცხადებით ექსპრეზიდენტმა შეურაცხყოფა არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთელ ერს მიაყენა.
ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემაზე საუბარს.