პოლიტიკური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის წერილს აფასებს. პირველი კომენტარი გააკეთეს ნიკა მელიას მხარდამჭერებმა. ბაჩო დოლიძის განცხადებით, პერსონალური შედარებები არ არის მართებული. მისი თქმით, აღნიშნული წერილით „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა გაფრთხილება მიიღო.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ახალი არ არის. მათი თქმით, მითი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობასთან დაკავშირებით, გამქრალია და ყველა ცდილობს გამორჩენას.