მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ მასა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი ხდება.
მარაზმი, სამარცხვინო, ფარისევლობა,- ასეთი ეპითეტები მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან, რომლებმაც ძველი ლიდერი ლევან ვასაძეს და „პატრიოტთა ალიანსს“ შეადარეს.
ინტერვიუში სააკაშვილის მწვავე კრიტიკის სამიზნედ მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სახე გიგა ბოკერია გახდა. ადამიანს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჯერ უშიშროების საბჭოს მდივანი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ექსპრეზიდენტი ანტიქართული და ანტიქრისტიანული შეხედულებების დამკვიდრებაში ადანაშაულებს.
სააკაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ბოკერიას ქმედებებმა დააშორა მისი ხელისუფლება ხალხს და ქართულ ტრადიციებს.