დიდ ერთობას ალტერნატივა არ აქვს – ეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილია კლინიკა „ვივამედიდან“, მას შემდეგ, რაც გუშინ დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. სააკაშვილი წერს, რომ მისთვის ბოლო წვეთი აჭარის უზენაეს საბჭოში განვითარებული მოვლენები იყო, რის გამოც, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.
რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების იდეას, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ პარტიების ლიდერებს – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „გირჩს“ ერთობის შექმნისკენ მოუწოდებს. თუმცა, თავად ყოფილი პრეზიდენტი რა ფორმით და გეგმებით აპირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებსა და მის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილებას შეფასებები უკვე მოჰყვა.