სააკაშვილის დაპირება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს ჰპირდება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამიზნული დათხოვნები არ იქნება, ასევე საუბარია მათთვის ხელფასების მკვეთრ ზრდაზე. მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, რომ არ შეასრულონ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვარონ სისხლი. ლევან სანიკიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას აქვს მორალური უფლება მიმართოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა თუ საჯარო მოხელეებს, რადგან სანიკიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს მათი პროფესიული ეთიკის დახვეწაში დიდი როლი აქვს შესრულებული. კოალიციის წევრი აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და ის თავად გააკეთებს განცხადებას, რა სტატუსით და როლით გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკაში მოღვაწეობას.