სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს

სოციალურ ქსელში აქტიური უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურად კიდევ უფრო აქტიურდება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საარჩევნო კამპანიას იწყებს. დისტანციურად, თუმცა მისი ხმა მოსახლეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფიო ჯაფარიძე იქნება. ჯაფარიძე შეხვედრებს მოსახლეობასთან ბათუმიდან, ხვალ დაიწყებს და არჩევნებამდე გეგმავს მთელი საქართველო დაფაროს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კოდექსით უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ნებისმიერი აგიტაცია აკრძალულია, სააკაშვილი საკუთარი პარტიის დახმარებას ამ ფორმით გეგმავს. ინიციატივას მიესალმებიან მისსავე დაფუძნებულ პარტიაში, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების ფორმირებაში სააკაშვილს გადამწყვეტ როლს არც არასდროს უარყოფდნენ. მმართველ გუნდში კი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ.

რა შედეგს მოიტანს მიხელ სააკაშვილის დისტანციური საარჩევნო კამპანია? ეს 2024 წლის ოქტომბერში გაირკვევა.