მიხეილ სააკაშვილის მიმართვიდან მალევე ცესკო-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.
საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას არჩევნების შედეგებით ხსნის და ხმების გაყალბების რამდენიმე სქემაზე საუბრობს. გაისმა მძიმე ბრალდებაც იუსტიციის სამინისტროს მისამართით, რომელსაც ცესკო-ს უკვე ყოფილი თანამშრომელი ბინებზე არარსებული, უცხო პირების მიწერას უკავშირებს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელი მოწოდებები, სადაც მან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართა და გაყალბების აღიარების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარდა წახალისებასაც დაჰპირდა. ბურდულის განცხადებებთან ერთად განხილვის თემა ხდება მისი პოლიტიკური კავშირებიც.