სააკაშვილი-ჯანაშიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე. 6 სასამართლო სხდომა დასჭირდა ბრალდების მხარის ერთ -ერთ მთავარი მოწმის დაკითხვას. მთავარმა აუდიტორმა მხარეების შეკითხვებს იმ დასკვნის შესახებ უპასუხა, რომელიც საქმეში მტკიცებულებად დევს.

დოკუმენტის მიხვდით, ბიუჯეტის კუთვნილი თანხები ბრალდებულებმა არამიზნობრივად დახარჯეს.  ნოდარ ვეკუას ჩვენებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ბრალმდებლების მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ 9 მილიონამდე ლარი გაფლანგეს.