საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის მოწმე ზეწოლაზე საუბრობს
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის მოწმე ზეწოლაზე საუბრობს

საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე დღეს აუდიტორი ნოდარ ვეკუა იკითხება.

აღნიშნული მოწმის დაკითხვა უკვე მესამე პროცესია მიმდინარეობს.

ნოდარ ვეკუამ დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა.

„ჩემზე სისტემატურად ხდება ზეწოლა. 2018 წლის 8 მაისს პროცესის დასრულების შემდეგ, დარბაზს გარეთ, საეთერო სივრცეში ​ჩემზე, ​როგორც მოწმეზე, რომელიც უნდა გამოვსულიყავი დღევანდელ პროცესზე, განხორციელდა ზეწოლა. როგორც დასაცავი პირის, ასევე დასაცავი პირის ადვოკატის ბრალდება ეხებოდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები პროკურატურის დაკვეთით შევადგინე. ისინი ცრუ ბრალდებას მიყენებენ, რომ პროკურატურის დაკვეთას ვასრულებ პროცესზე. ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი უფლებებისთვის. მოწმის უფლებები საერთოდ არ არის დაცული დარბაზს გარეთ. მე 2018 წლის 18 აპრილის, 8 მაისისა და 16 მაისის აუდიო-ვიდეოჩანაწერებს ვითხოვ სასამართლოსგან“, – აღნიშნა

ნოდარ ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით წაუყენეს.