საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა - სააკაშვილის პროცესზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.

პროკურორმა სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით ისაუბრა. უწყების განმარტებით, თანხები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯებოდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა ედებათ ბრალად.