სააღმზრდელო პროცესის დაწყება

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან განახლდა. თბილისში მდებარე 183 დაწესებულებიდან, ბავშვებს მხოლოდ ოთხი საბავშვო ბაღი ვერ იღებს. ესენია – გლდანის 53-ე და 89-ე, ასევე დიდუბის 99-ე და კრწანისის 36-ე  ბაღები, სადაც პერსონალს შორის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ბაღების გახსნაზე ნებართვა ეპიდზედამხედველობის ცენტრმა გასცა. ყველა საბავშვო ბაღში პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. ბავშვებს, შენობაში შესვლამდე, უზომავენ სიცხეს, ოთახებში კი აღსაზრდელები მშობლების გარეშე შედიან.