შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შეასრულა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, სააღდგომო ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.