რვა წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. კახა კალაძემ პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებსა და ახლობლებს. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და თბილისის მერის მოადგილეები.