რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს ერგნეთში

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში პარტია „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა ცაში სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. პარტიის ლიდერებისა და ადგილობრივების განცხადებით, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მშვიდობიანი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.