ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიურო რუსეთის მხრიდან წამოწყებულ საინფორმაციო ომზე ხმამაღლა საუბრობენ.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა დადასტურდა. ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს რუსეთის 13 მოქალაქეს. მათგან სამს კონსპირაციულ პროექტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა.
როგორ მუშაობდა რუსული დეზინფორმაციის მანქანა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში – ნახეთ ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი.