საომარი მოქმედებების განახლების ზღვარზეა უკრაინის აღმოსავლეთი, სადაც დაძაბულობა ყოველდღე მატულობს.
უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. დონბასში ღამითაც ისროდნენ. ოფიციალური კიევი რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზებაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტი ომის დასასრულებლად ერთადერთ გამოსავალს ნატოში გაწევრიანებაში ხედავს. უკრაინის აღმოსავლეთით დაძაბული სიტუაციის გამო პენტაგონიდან რუსეთმა უკვე მიიღო გამაფრთხილებელი განცხადებები – ვაშინგტონი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
როდის შეიძლება გაიღოს უკრაინისთვის ნატოს კარი და იქნება თუ არა ამ პროცესის დამაჩქარებელი ომის განახლების საფრთხე – თამთა რუხაძის რეპორტაჟი.