რუსუდან გაჩეჩილაძის გამოფენა

ეროვნულ გალერეაში რუსუდან გაჩეჩილაძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა.

ეს არის ხელოვანის პირველი პერსონალური ექსპოზიცია, რომელსაც მითითებული სივრცე მასპინძლობს. წარმოდგენილია ავტორის მიერ მეოცე საუკუნის 60-80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017–2020 წლების გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა მოდერნისტული სკულპტურის ესკიზებია. რუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა თაობას მიეკუთვნება. მან განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში მიიღო.

გამოფენა ეროვნულ გალერეაში 4 თებერვლამდე გაგრძელდება.